Friday, April 26, 2013



                                     ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე : წილადები

                                                                მე-5 ა კლასი


გაკვეთილის თემა
წილადი, მთელის ნაწილი
სწავლების საფეხური და კლასი
                              I საფეხური
                              Vა  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
                                 15
ინტეგრირებული საგნები
მათემატიკა;  მუსიკა; ხელოვნება; ისტ   
თ. მართაშვილი, მ.გოგოლაძე; მ.ჭონიაშვილი; ე.შოშიაშვილი




აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მ ა თ . ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლე გაიწაფოს წილადის წაკითხვასა და ჩაწერაში.შეეძლოს ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის ან რაიმე მთელის ნაწილის გამოსახვა წილადით.ზოგიერთი წილადის შედარება სურათზე წარმოდგენილი ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის მიხედვით.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლეს შეუძლია წილადის წაკითხვა და ჩაწერა. ტოლ ნაწილებად დაყოფილ ფიგურას ან ფიგურის რაიმე ნაწილს გამოსახავს წილადით.ადარებს წილადებს ნახაზების მიხედვით
მუს .  ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლემ იცოდეს წილადის მნიშვნელობის შესახებ მუსიკაში.  რამდენი თვლისგან შედგება მთელი, ნახევარი,მაოთხედი, მერვედი, მეთექვსმეტედი.როგორ ჩაიწერება და რა ხანგრძლივობისაა თითოეული მათგანის ჟღერადობა.
შ ე დ ე გ ი :მოსწავლემ იცის თუ რა მნიშვნმელობაა აქვს წილადებს მუსიკაში, როგორ იწერება და რა ხანგრძლივობა აქვს მთელს, სახევარს მეოთხედს, მეთექვსმეტედს.
ხელოვნება. მ ი ზ ა ნ ი : მოსწავლეში წარმოსახვის უნარ-ჩვევის გამომუშავება-დახვეწა. მოსწავლემ შეძლოს აპლიკაციით კომპოზიციის შექმნა
შ ე დ ე გ ი :მოსწავლე გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით საკუთარი ფანტაზიით ქმნის კომპოზიციებს



ე ს გ –თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები


მათ.V.2 მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება , შედარება და დალაგება.







გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეები სხედან  წყვილებად.გაკვეთილს მართკუთხედის ფორმის ფურცლის ჩვენებით .ვეკთხები მოსწავლეებს: როგორ მოვჭრა ფურცლის ნახევარი?მეოთხედი?რამდენი მეორედისაგან შედგება მართკუთხედი?
ვიღებ მეორე ფურცელს და ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით მართკუთხედს ვყოფ რვა ნაწილად.
*მთელი ფიგურის რა ნაწილია 1 პატარა მართკუთხედი?
*ორი?
*სამი პატარა მართკუთხედი  მეტია თუ არა დიდი მართკუთხედის ნახევარზე?
*შვიდი პატარა მართკუთხედი?
ყოველი წილადი შედგება წილადის ხაზის, მრიცხველის და მნიშვნელისგან. მნიშვნელი გვიჩვენებს, რამდენ ნაწილად გაყვეს მთელი. მრიცხველი გვიჩვენებს ,თუ რა ნაწილი აიღეს
12 წთ
მოსწავლეებს ვაჩვენებთ სლაიდშოუს წილადების შესახებ.
თუ მთელს 4 ნაწილად გავყოფ და ოთხივეს ავიღებ ე.ი. მთელი ამიღია.(5წთ)
მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები,. სადაც დაყოფილი ფიგურების ნაწილია გაფერადებული. მათ უნდა მიუწერონ შესაბამისი წილადები (8წთ)
დაფაზე ვწერ წილადებს , მოსწავლეებს ვთხოვ დაალაგონ ზრდის მიხედვით.(3წთ)
მუსიკის მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ნოტების ხანგრძლივობის შესახებ. მათი ჩაწერის შესახებ. მოსწავლეები ასრულებენ სიმღერას(10 წთ)
მოსწავლეებს ვურიგებ ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილ ფიგურებს. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოაჭრან რაიმე ნაწილი ფიგურას, დააწერონ შესაბამისი წილადი და შეადგინონ აპლიკაცია სხვადასხვა კომპოზიციებით(10წთ)
საშინაო დავალება:
გვ. 142  1-დან 9 ჩთ  გვ.1-დან 4მდე  აირჩიეთ სასურველი7 დავალება  (2 წთ)
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან შესრულებული კომპოზიციების ორიგინალურობის და ჩამოჭრილი ნაწილების სიზუსტის მიხედვით
საგანმანათლებლო რესურსები
  რვეული,ფურცლებნი დავალებებით,  ფურცლები აპლიკაციების გასაკეთებლად, ფერადი ფურცლები გამოსაჭრელი ფიგურებით,კალამი, პროექტორი, ლეპტოპი სახელმძღვანელო: მათემატიკა V
გ. გოგიშვილი; თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ.ქურჩიშვილი





                         ანგარიში გაკვეთილის  ჩატარების შესახებ

გაკვეთილის ჩატარების დღე:  12.12.2012
სკოლა:                      VI საჯარო                       კლასი:    Vა
მასწავლებლები:   თამარ მართაშვილი  მაია გოგოლაძე, მარიკა ჭონიაშვილი                საგანი:               მათემატიკა, მუსიკა , ხელოვნება
თემა:     წილადი- მთელის ნაწილი
ესგ -თი მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება
ნახაზებით და საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული კოლაჟის საშუალებით გავაცანი მოსწავლეებს წილადის არსი
მუსიკის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა წილადის მნიშვნელობაზე მუსიკაში.
გაიხსენეს, თუ როგორ იწერება მთელი, ნახევარი, მეოთხედი  გრძლიობის ნოტები, როგორ ხდება დირიჟორობა 2/4 ; 3/4  ; 4/4.
მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები დავალებებით: დაყოფილი ფიგურების შესაბამისი ნაწილის გაფერადება. გაფერადებულ ნაწილზე შესაბამისი წილადის მიწერა. მოსწავლეები შეფასდნენ შესრულებული სამუშაოს სისიწორის მიხედვით.
მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შეასრულეს აპლიკაციები  გეომეტრიული ფიგურების ნაწილების გამოყენებით.გაკვეთილის ბოლოს მოხდა ნამუშევრების გამოფენა და შეფასება.
გეგმით დასახული მიზანი იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა გაიგეს წილადის არსი, დაინახეს მისი მნიშვნელობა ხელოვნებაში